Wednesday, October 21, 2015

მეცხრე დღე

შემაჯამებელი რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლი დღეა კიდევ ერთხელ განვიხილეთ ერთმანეთის პორთფოლიები.შემდეგ ტრენერმა მოგვცა დრო იმისათვის რომ.შეგვეტანა შესწორებები ჩვენს ნაშრომში
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ თვალნათლივ დავინახე ცხრა დღის შრომის შედეგი .ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი,სასარგებლო რჩევა მივიღე.
დღეს მოვახდინეთ ჩვენი ელექტრონული პორთფოლიოების პრეზენტირება.
დიდი მადლობა.

Sunday, October 18, 2015

დღე მერვე

მოდული შვიდი. ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.დღეს გავეცანი ფასილიტაციას ტექნოლოგიებით.ვისაუბრეთ ფასილიტაციის როლზე,რაც თანამედროვე სწავლებაში მნიშვნელოვანია.პროექტის საქაღალდეში ჩავალაგე ჩემი ნამუშევარი.

Saturday, October 17, 2015

დღე მეშვიდე


 მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებებისანუ ჩვენთვითონ შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციაშევედი მოსწავლის როლში და წარმოვადგინე ჩემი(მოსწავლის) პრეზენტაცია. გავეცანი შეფასების რუბრიკას.ასევე გარდნერისა და ბლუმის მატრიცას.მოვისმინე მეექვსე მოდული. გავიაზრე განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებისთვის.

Sunday, October 11, 2015

დღე მეექვსე


მოდული მეოთხე.ამ მოდულში მოვირგე მოსწავლის როლი,ანუ გავიარე მოსწავლის რთული და სასიამოვნო გზა.ვისწავლე სლაიდების მომზადება.გავიგე ,როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.შევისწავლე როგორ, უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა და უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. გავიგე თუ როგორ, ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.

Wednesday, October 7, 2015

დღე მეხუთე


მესამე მოდული.დღეს მე გავიგე თუ როგორ მოვახდინო  სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.  ასევე, გავიაზრე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიება და მათი შეფასების მეთოდები და პორტფოლიოს რუბრიკა. საინტერესო იყო სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკის შესწავლა. გავიგე ვებსაიტების საავტორო უფლებების და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვება.დღეიდან დავიწყებ ფიქრს,როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

Sunday, October 4, 2015

დღე მეოთხე


გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს.გავიგე,რომ შეფასება უწყვეტი პროცესია. შევისწავლე პროგრესის მონიტორინგი  და დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა. შეძლებისდაგვარად გავიგე გაგების ხარისხის შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.

Saturday, October 3, 2015

დღე მესამე

                                                                                                            დავიწყეთ საშინაო დავალების - ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვითშემდეგ კი ვიმუშავეთ სასწალო გეგმის შაბლონის მომზადება,ვფიქრობ რომ, გავიგე,გავეცანი და გავიაზრე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შაბლონში   ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები
მადლობთ!!!!!!!!!!!!